Wednesday, November 16, 2011

ფოთლები ცვიოდა, არადა მწვანე იყო.

8-ს რომ 5 აკლდა, ძლივს გამოვიეხედე თვალებში და კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი.
გამოუძინებლობავ! სტუდენტობა უნდა გერქვას შენ.
მე და თაკომეს ავტობუსმა გაგვასწრო (ფეხი-ფეხადო, თუ როგორ?), მაგრამ მეორემ არ დააყოვნა.
დღეს საინტერესო არაფერი მომხდარა, გარდა ფსიქოლოგიური ტესტებისა.
გუშინ.
არ ვიცი დააკვირდით, თუ არა, მაგრამ გუშინ ხეებს ერთბაშად დასცვივდა ფოთლები. დილით მივდიოდი უზარმაზარი, ძველი თუთის ხის ქვეშ და თავზე ფოთლები მცვიოდა, მე თავი რომელიმე ფილმის გმირად წარმომედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეგრძნება მაშინვე გაქრა, რაც მოსახვევს გავცდი.
მოსახვევის იქით სიჩუმე იყო არადა, ცივი მთქნარებაატეხილი დილა იყო, პატარა ბავშვივით გაფუებული ლოყები ჰქონდა :D ( აი, აქ კი უკვე გავაფრინე :D ცოტაც და ეს ჩემი მოკრძალებული "თხრობა" ნოველად, მერე კიდევ რამე ბანძ რომანად გადაიქცევა და დავიღუპები )
არა, თუ არ ვიმაიმუნე, არაფერი გამომივა.
და აი! მოსახვევში გამოჩნდა ის! ჩემი გრძნობათაამშლელი და დამლაგებელი! ჩემი ნერვული სისტემის გამღიზიანებელი და დამამშვიდებელი! მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ის!!! ის იყო! << ეს დაახლოებით ისეთIვე   ჩანართია , აი ფილმებში რომ რაღაცას წარმოიდგენს პერსონაჟი (მაგალითად თავის ბოსს მაგრად სცემს), და სინამდვილეში უბრალოდ რომ დგას ხოლმე :D
 რა თქმა უნდა არც არავინ  გამოჩენილა მოსახვევში და მეც მშვიდად და უზრუნველად მივაღწიე გაჩერებამდე და იმის იქითაც.
შემდეგ. ( დღის მეორე ნახევარში)
მე და თაკომემ დიდი ხნის წინ დაგეგმილი რაღაც " ჩავიდინეთ" ...გადავლახეთ მარჯანიშვილის მტვერი და ტალახი! ვყლაპეთ ცემენტი! ავიცილეთ აგურები! ვიცოცეთ ხარაჩოებზე (თუ რაც ქვიათ) და მივაღწიეთ წითელ ჯვარში:D (იქნებ ცოტას ვაჭარბებდე კიდევაც...)
სიტყვა მოხალისეების გაგონებამ იქაურობა ეგზომ გაახალისა და გაბადრა :D

ბევრი რომ   არ ვიბოდიალო და ჰიპერბოლამ რომ არ ამიყვანოს ტყვედ, ვიტყვი, რომ წყნარად და მშვიდად ჩავეწერეთ მოხალისეათა რიგებში და ეხლა ერთგული და მოწადინებული ფინიებივით ველოდებით დავალებას.

ჩვენ ვიქნებით გაჭირვებული ხალხის დახმარების სადარაჯოზე! მოგვბაძეთ ჩვენ!
к службе готовы!!!
წინ! წინ და კიდევ ერთხელ წინ! აღარცერთი ნაბიჯი უკან!!!
წავედი მე საბჭოურ-პროპაგანდისთულ დებილობებში :D

მუდამ თქვენი წითელ ჯვაროსანი                      fიბინი
.

No comments:

Post a Comment