მას შემდეგ, რაც სამი კალიისმაგვარი რაღაც მივასრისე კედელზე (ჩემი ძმის ოთახის კედელზე), არარსებული სახელოები დავიკაპიწე და ვიწყებ. თუმცა შოკი ჯერაც არ მშორდება: მე.კალია. მოვკალი. (თანაც სამი) არ იფიქროთ ეხლა ეს იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ცხოვრებაში ჭიანჭველისათვისაც არ დაუდგამს ფეხი და ეხლა შეძრწუნდაო. :D მე როგორც ბიჭებთან ერთად გაზრდილი გოგოების (ე. წ თომბოების) უმრავლესობა, სულაც გამადიდებელი შუშით დავსდევდი მწერებს, პლასტმასის ჯარისკაცებით ვთამაშობდი და "უჟასებს" ვყვებოდი კოცონთან :P
საიდან დავიწყე და...
ჰო, კალიების სიკვდილმა იმიტომ შემაძრწუნა,რომ უბრალოდ მათი მეშინია (მას მერე, რაც "გავიზარდე")... შემიძლია ვიამაყო, რომ რაღაც მაქვს სალვადორ დალისთან საერთო :D
ეჰ, დალისთან საერთო.
სამაგიეროდ! მე შემიძლია შემთხვევით ფრჩხილი შევიტრუსო, ძილში საწოლიდან გადმოვვარდე და მთელი დღის მენიუ აღვბეჭდო დედაჩემის მიერ "გაპიწკინებულ" სამოსზე, მე, ჩემი თმის შემაწუხებელი სიგრძითა და სისწორით, თვალების ნახევრად სიმწვანითა და ნახევრად თაფლისფერობით, არამდგრადი ხასიათითა და წარმოუდგენელი სიჯიუტით მაინც გავხდები ტარანტინოს მუზა :P
წესით მე არ მცალია და აქაურობაზე არცკი უნდა ვფიქრობდე, მაგრამ რა ვქნა, მომბეზრდა "სწავლა! სწავლა!და სწავლა!" და რაღაც მხიარული მინდა, თუმცა არავითვის იქნება გასაკვირი აქაურობა ისევე რომ დამავიწყდეს, როგორც ჩემი წინა დღის ჩაცმულობა.
fიბინი
No comments:
Post a Comment