Sunday, November 27, 2011

გაღიმებული,ხელში გუნდით...

ნეტა რამდენი ბლოგი გამდიდრდა დღეს (ან ყოველ შემთხვევაში გუშინ საღამოს) თოვლიანი ნაწერებით?
იცოდით, რომ თითოეული ფიფქი თითის ანაბეჭდივით, ჟირაფის ლაქებივით, ზებრის ზოლებივით უნიკალურია?
არის, არის :P
რატომღაც ვაპირებდი დღეს თოვლის თემატიკას არ ავეტანე და რამე სხვაზე დამეწერა, მაგრამ საწინააღმდეგო "ჩავიდინე" და ამისი ორი მიზეზი არსებობს:
ა) რატომ არ უნდა დამეწერა, როცა დილიდან სხვაზე არაფერზე ვფიქრობ და
ბ) თვალწინ სულ ჩემი პატარა მეზობელი მიდგას, აი წარმოიდგინეთ! ვიყურები ფანჯარაში და ვხედავ, მოცუცქნული იაკობი დგას ჩემს გარაჟთან( ავტოფარეხთან), ცალ ხელში თოვლის გროვა აქვს( გუნდა არა) და მეორეში მოზრდილი ლოლო, ხან ერთს გაიქანებს პირში და ხან მეორეს :D მერე მე გამომხედავს და მიღიმის. ესეთი ლამაზი ღიმილი აქამდე არ მინახავს. ესეთი წრფელი და ეშმაკური!



სიამოვნებით დავწერდი ჩემ ოჯახზე, რომელიც თოვისას საშინლად აწრიალდება და აფორიაქდება ხოლმე, მოვყვებოდი როგორ ვათენებთ თეთრ ღამეებს და გეტყოდით როგორ არც მეცინება, არც მეტირება და საერთოდ აღარანაირი რეაქცია აღარ მაქვს ამგვარ რაღაცებზე, მაგრამ ჰოლდენ კოლფილდის არ იყოს " ჩემებს თავისი დაემართებოდათ მათზე რომ დამეწერა".
 თოვლზე სულ ერთი მოთხრობა მახსენდება, რომელსაც აქ აუცილებლად დავდებ, როცა
აკომე წიგნს მომიანს, რომ ამოვბეჭდო და გასიამოვნოთ. ავტორი ჩემზე ერი-ორი წლით დიდი თუ იქნება, უნიჭიერესია, რასაც მომდევნო თუ არა, მომდევნოს მომდევნო პსით აუცილებლად დაგიმკტკიცებთ :)
ეხლა კი თაკომეს ველოდები იპოდრომზე სათოვლაოდ რომ წაავიდეთ.





                                                                                                                  fიბი

No comments:

Post a Comment