Wednesday, February 1, 2012

ერიკ-ემანუელ შმიდტი (1)

                   "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი"
ძალიან საყვარელი მოთხრობაა (ნუ მოთხრობა არცაა უფრო დიდია) ადვილად იკითხება და ძაან სევდიანია რაღაცნაირი.. 
 "ათი წლის ბიჭის, ოსკარის, ღმერთისადმი მიწერილი წერილები, რომლებიც დედა–როზამ ანუ ვარდისფერმა ქალბატონმა აღმოაჩინა. ძალიან სევდიანი და თან სასაცილოც, გულისამაჩუყებელი და ბავშვურად გულწრფელი." 


"უფალო ღმერთო,მე მქვია ოსკარი, ათი წლის  ვარ.ცეცხლი წავუკიდე კატას, ძაღლსა და სახლს (მგონი, წითელი თევზებიც შიგ გამოვწვი) პირველად გწერ წერილს, რადგან აქამდე, სკოლის გადამკიდე, საკმარისი დრო არ მქონია.
თავიდანვე გაფრთხილებ: მეზიზღება წერა. სხვა გამოსავალი მართლა არ უნდა მქონდეს, რომ ვწერო. ეს იმიტომ, რომ წერა მხოლოდ მაქმანებს, ბრჭყვიალებსა და ზიზილ-პიპილოებს ნიშნავს. სიცრუის შელამაზებაა და მეტი არაფერი. ამაში მოზრდილებს მეტი გაეგებათ. დაგისაბუთო? მოდი, თუნდაც ჩემი წერილის შესავალი ავიღოთ: " მე მქვია ოსკარი, ვარ ათი წლის. ცეცხლი წავუკიდე კატას, ძაღლსა და სახლს (მგონი  წითელი თევზებიც შიგ გამოვწვი) პირველად გწერ წერილს, რადგან აქამდე, სკოლის გადამკიდე, საკმარისი დრო არ მქონია". ასევე წარმატებით შემეძლო შემდეგი დამეწერა: "კვერცხთავას მეძახიან" რომ შემხედო, შვიდ წელზე მეტს არ მომცემ. საავადმყოფოში კიბოს გამო ვცხოვრობ. აზრადაც არ მომსვლია, გამოგლაპარაკებოდი, რადგან შენი არსებობის არც კი მჯერა." ასე რომ დამეწყო, აბა რა წერილი გამოვიდოდა. ჩემით ნაკლებად დაინტერესდებოდი. მე კი შენი ყურადღება მჭირდება.
რც იმაზე ვიტყოდი უარს, ერთ-ორ საქმეში სამსახურს თუ გამიწევდი.
ახლავე აგიხსნი :საავადმყოფო მშვენიერ გუნება-განწყობაზე მყოფი, ხმამაღლა მოლაპარაკე ადამიანებით დასახლებული, ძალიან საყვარელი ადგილია. სავსეა სათამაშოებითა და ვარდისფერი ქალბატონებით, რომლებსაც პატარებთან გართობა და ხალისი სურთ. აქ არიან ისეთი მარადმოცლილი ძმაკაცები, როგორიც გახლავთ ბეკონი, აინშტაინი ან კიდევ პოპკორნი. ერთი სიტყვით, თუ სასიამოვნო ავადმყოფი ხარ, საავადმყოფოს ადგილი არ ჯობია.
მე უკვე აღარ ვარ სასიამოვნო. მას შემდეგ, რაც ზურგის ტვინი გადამინერგეს, ვეღარავის ვანიჭებ სიამოვნებას. დილაობით, როცა მსინჯავს, ექიმი დიუსელდრფი გულს ვეღარ მიდებს. ცხადია, იმედს ვუცრუებ. მიყურებს და ხმას არ იღებს. თითქოს გამოუსწორებელი შეცდომა დამეშვას. არადა, როგორ ვეცადე ოპერაციის დღეს, ბრწყინვალედ ვიქცეოდი. ისე დამაძინეს, წინააღმდეგობა არც კი გამიწევია. მტკიოდა, მაგრამ კრინტი არ დამიძრავს, ყველა აბი მორჩილად გადავყლაპე. არის დღეები, როცა სურვილი მიპყრობს, იმ შავწარბა ექიმ დიუსელდორფს პირში მივახალო, იქნებ თავად ჩააფლავე ოპერაცია-მეთქი; მაგრამ ისეთი უბედური ადამიანის გამომეტყველება აქვს, სალანძღავი სიტყვები ყელში მეჩხირება. რაც უფრო დუმს ექიმი დიუსელდორფი თავისი შეწუხებული მზერით, მით უფრო დამნაშავე მგონია თავი; მესმის, ცუდი ავადმყოფი გავხდი. პაციენტი, რომელიც ხელს უშლის იმის აღიარებას, რომ მედიცინა შესანიშნავი რამ გახლავთ.
ექიმის ფიქრები გადამდებია. ახლა მთელი სართულის მედდები,ავადმყოფები და დამლაგებლები ექიმ დიუსელდორფივით მიყურებენ; როცა აკრგ ხასიათზე ვარ,სევდიან მზერას მომაპყრობენ; როცა ვხუმრობ ძალით იცინიან. რაც მართალია, მართალია,ადრინდელივით აღარ ვხალისობთ.
ერთადერთი ვინც არ შეცვლილა, დედა-როზაა. ჩემი აზრით, მეტისმეტად ბებერია, რომ შეცვლილიყო; თუნდაც იმიტომ, რომ დედა-როზაა.მასახ ხომ არ გაგაცნობ ,უფალო ღმერტო,  ის ხომ შენი უახლოესი მეგობარია! სწორედ მან ამარებინა კალამი ხელში; ერთი ეგ არის,მხოლოდ მე მივმართავ დედა-როზათი. ამგვარად ძალისხმევა გმართებს, რომ მიხვდე,  ვინ მყავს მხედველობაში. გარედან მოწვეულ, ბავსვების მომვლელ ვარდისფერხალათიან ქალბატონთა სორის დედა-როზა ყველაზე ასაკოვანია. 
-რამდენი წლის იქნებიტ , დედა-როზა ? 
-ცამეტნისნა ციფრის დამახსოვრება შეგიძლია , ჩემო პატარა ოსკარ ? 
-კარგით რა, ნუ აჭარბებთ.
-სულაც არა, აქ ჩემი ასაკი არ უნდა გაიგონ,თორემ გამაგდებენ და ერთმანნეთსაც ვეღარ ვნახავთ 
-ვითომ რატომ ? 
-მე აქ, ასე ვთქვათ კონტრაბანდულად ვარ. ვარდისფერი ქალბატონებისთვის ასაკობრივი ზღვარი არსებობს. დიდი ხანია ამ ზღავრს გავცდი .
-ვადაგასული ხართ ? 
-ასე გამოდის
-როგორც იუგურტი , არა ? 
- ჩუ !
-კარგი,აღარაფერს ვიტყვი.
დედა-როზას გამბედაობა ეყო, ჩემთვის თავისი საიდუმლო გაენდო. ისე, ძალიან კი გაუმართლა, კრინტსაც არ დავძრავ. თუმცა ვეჭვობ, მისი თვალების გარშემო მზის სხივებით შემოწყობილი ნაოჭები ჩემს გარდა არავის შეემჩნიოს. მოგვიანებით დედა–როზას კიდევ ერთი საიდუმლო შევიტყვე. ვფიქრობ, მის ამოცნობაში უეჭველად დაგეხმარება.
 მოგვიანებით დედა-როზას კიდევ ერთი საიდუმლო შევიტყვე. ვფიქრობ, მის ამოცნობაში უეჭველად დაგეხმარება.
საავადმყოფოს პარკში ვსეირნობდით; დედა-როზამ პირდაპირ ძაღლის განავალში ჩაკრა ფეხი.
-ოჰ შენი..
-დედა-როზა რა უწმაწურ სიტყვებს ამბობთ!
-შენ კიდევ ბალღო, ერთი წამით დამეხსენი, რა ! ისე ვლაპარაკობ, როგორც მომეპრიანება ! 
-კარგით რა, დედა-როზა
-მიდი გაანძრიე ტრაკი. ჩვენ აქ ვსეირნობთ,ლოკოკინების შეჯიბრი კი არ გვაქვს.
როცა კანფეტების საწუწნად გრძელ სკამზე ჩამოვჯექით,ვკითხე  :
-როგორ მოხდა, რომ ასე ცუდათ მეტყველებთ ? ეს, ჩემო პატარა ოსკარ,პროფესიული დეფორმაციის ბრალია.  ჩემი ხელობის ქალი გადაპრანწული ლაპარაკით დავიღუპებოდი.
-ასეთი რა პროფესია გქონდათ ? 
-რომ გითხრა არ დამიჯერებ.
-გეფიცებით, დაგიჯერებთ !
-კეტცისტი ვიყავი .
-არ მჯერა !
-ჰო, კეტჩისტი ვიყავი, მეტსახელად ლანგედოკელი  მახრჩობელაც კი შემარქვეს.
 მას შემდეგ, როცა სევდა შემომაწვება და დედა-როზა დარწმუნებულია, რომ ყურს არავინ გვიგდებს, თავისი ორთაბრძოლების შესახებ მიყვება: როგორ შეერკინა ლანგედოკელი მახრჩობელა ლიმუზინელ მეძეხვეს; ოცი წელი ებრძოდა ჰოლანდიელ დიაბოლიკა სენკლერს, ძუძუების მაგივრად ნაღმები რომ ჰქონდა; მსოფლიო თასისთვის პაექრობაში კი ულა-ულას, მეტსახელად ბუხინვალდელ ძუკნას მოუღო ბოლო, აქამდე რომ ვერავის დაემარცხებინა, ფოლადის ბარძაყასაც კი. ფოლადის ბარძაყა  კი დედა-როზას იდეალი გახლდათ, როდესაც კეტცით იყო გატაცებული.ეს ორთაბრძოლები ოცნებებში გადამისვრის ჩემს ვარდისფერხალათიან, მოფარფატებულ ბებრუცანა მეგობარს რინგზე წარმოვიდგენ ხოლმე, მუშტებს რომ ურახუნებს ნახევრადშიშველ გოლიათებს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რინგზე მე ვდგავარ. ამ დროს ძალა მემატება და ჯავრს ვიყრი ხოლმე. 
მოკლედ რომ მოვჭრა, უფალო ღმერთო, ყველა ამ მინიშნებით დედა-როზა, ანუ ლანგედოკელი მახრჩობელა თუ ვერ ამოიცანი, ჯობია, ღმერთობას მოეშვა და პენსიაზე გახვიდე. მგონი, ყველაფერი გასაგებად აგიხსენი.
ისევ ჩემს ამბავს დავუბრუნდები. მოკლედ, ჩემმა ოპერაციამ აქ ბევრს გაუწბილა იმედი. ასე იყო მაშინაც, როცა ქიმიოთერაპიის კურსი გავიარე, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ყველას გადანერგვის იმედი ჰქონდა. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ექიმებმა უკვე აღარ იციან, რა მოიმოქმედონ. ამის გამო, ლამის მე თვითონ შევიცოდო ისინი. ექიმი დიუსელდორფი (დედაჩემი მიიჩნევს, რომ სიმპათიურია, მე კიდევ მგონია, ცოტა წარბები უჩმახებს საქმეს) თავის შეწუხებული გამომეტყველებით იმ თოვლის ბაბუას მაგონებს, ხურჯინში საჩუქრები რომ გამოელია.
ვითარება უარესდება. ამის შესახებ ჩემს ძმაკაცს, ბეკონსაც კი ველაპარაკე. ისე, სინამდვილეში მას ბეკონი კი არა, ივი ჰქვია. ჩვენ ბეკონი შევარქვით, ჩავთვალეთ, რომ ეს სახელი ბევრად უფრო უხდება. მითუმეტეს, რომ მაღალია და საშინელი დამწვრობა აქვს.
-ბეკონ, მგონი, ექიმებს აღარ ვუყვარვარ. ჩემს გამო სასოწარკვეთილებაში ვარდებიან
-რას ლაპარაკობ, კვერცხთავავ,ექიმს რა მოღლის?ქვეყნის აზრები უტრიალებთ  თავში  ოეპრაციებთან დაკავშირებიტ. ჩემი გამოთვლებიტ, მე ექვს ასეთ ოპერაციას მიპირებენ
-იქნებ შენ მათი შთაგონების წყარო ხარ ? 
-მოდი და არ დაიჯერო!
-რატომ პირდაპირ არ მეტყვიან, რომ მალე მოვკვდები ? 
 აქ ბეკონი ისე მოიქცა, როგორც ყველა-ამ კლინიკაში, წაყრუება არცია. სიტყვა "სიკვდილი" თუ წამოგცდა, აქ მაინც არავის ესმის, დარწმუნებული იყავი, რომ ამ დროს სიჩუმე დაისადგურებს და საუბარს სხვა თემაზე გადაიტანენ. ყველა გამოვცადე დედა-როზას გარდა .
ჰოდა, დღეს დილით გადავწყვიტე გამერკვია, ამ სიტყვის წარმოთქმისას ისიც ხომ არ დაყრუვდებოდა.
-დედა-როზა, ვფიქრობ, არავის უნდა მითხრას, რომ მოვკვდები.
 დედა-როზა მიყურებს. ნუთუ ისიც სხვებივით მოიქცევა? გემუდარები, ლანგედოკელო მახრჩობელავ, გაუძელი ცდუნებას და ნუ წამიყრუებ.
-რად გინდა, სხვამ გითხრას, როცა შენ თვითონ მშვენივრად იცი. ჰა, ოსკარ?
მადლობა ღმერთს, დედა-როზას სმენა შეუნარჩუნდა.
-დედა-როზა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც სხვა საავადმყოფო გამოიგონეს, რომელსაც ნამდვილთან არანაირი საერთო არ აქვს. თანაც, ვითომ საავადმყოფოში მხოლოდ განსაკურნებლად მოდიოდნენ. არადა, იმისთვისაც ხომ მოდიან, რომ მოკვდნენ.
-მართალი ხარ, ოსკარ. მგონი, იმავე შეცდომას უშვებენ ცხოვრების თაობაზეც. ადამინებს ავიწყდებათ, რომ წუთისოფელი წამიერი, ხანმოკლე და წარმავალია; ჩვენ ყველანი თავს ვიკატუნებთ და ვიჯერებთ, რომ უკვდავნი ვართ. 
-დედა-როზა, ხომ ჩაფლავდა ჩემი ოპერაცია, თქვი.
  დედა-როზამ ხმა არ გამცა. ასე ხმის ამოუღებლად გამოხატა თანხმობა. როცა დარწმუნდა, რომ მივხვდი, რისი თქმაც სურდა, მომიახლოვდა და მუდარით სავსე ხმით მითხრა: 
-იცოდე, მე შენთვის არაფერი მითქვამს. შეგიძლია შემომფიცო?
-გეფიცებით !
სანამ ახალ აზრებს გონებაში დავალაგებდით, ორივენი ვდუმდით.
-ოსკარ, ღმერთისთვის რომ მიგეწერა წერილი?
-დედა-როზა, კარგით რა, თქვენც არ დამიწყოთ! -როგორ თუ მეც ? 
- დიახ, თქვენც! მეგონა, მატყუარა არ იყავით .
-ვინ გითხრა რომ გატყუებ ? 
-მაშინ, რატომ მელაპარაკებით ღმერთზე.ერთხელ ხომ უკვე გამაცურეს თოვლის ბაბუაზე ზღაპრებით. კმარა, რა!
-ოსკარ, ღმერთსა და თოვლის ბაბუას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
-არსებობს, ეგ ერთი და იგივეა. სისულელეებით თავის გამოტენვაა და მეტი არაფერი! 
-როგორ გგონია, მე, ყოფილი   კეტჩისტი, 165 ტურნირიდან 160-ში გამარჯვებული, აქედან 73-ში _ ნოკაუტით, მეტსახელად ლანგედოკელი მახრჩობელა, ერთი წამით მაინც ვირწმუნებდი თოვლის ბაბუას არსებობას?
-არა !
-ჰოდა,თოვლის ბაბუის არ მჯერა, სამაგიეროდ მჯერა ღმერთის. ეს არის და ეს. 
თავისთავად ცხადია, ასე ნათქვამი ყველაფერს ცვლიდა.
- ვითომ რატომ უნდა მიმეწერა ღმერთისთვის? 
-იმიტომ, რომ სიმარტოვე ნაკლებად გეგრძნო. 
- მერე ვისთან? იმასთან, ვინც არც კი არსებობს? 
-ჰოდა, შენ აარსებე !
დედა-როზა ჩემსკენ გადმოიხარა.
-ყოველ ჯერზე, როცა იწამებ, ის უფრო და უფრო დიდხანს იარსებებს. თუ გულს არ აიცრუებ, ის მარადიული გახდება.ღმერთი შვებას მოგგვრის.
-რა უნდა მივწერო ? 
-გაუმხილე შენი აზრები, რომელთა გამოთქმაც ხმამაღლა ვერ გაგიბედავს. აზრები, რომლებიც გამძიმებს და ვერ მოგიცილებია: აზრები, რომლებსაც ერთ ადგილას გაუქვავებიხარ, გბოჭავენ და განძრევის საშუალებას არ გაძლევენ, სხვა ფიქრებს ერეკებიან და გალპობენ. პირში წყალს თუ დაიგუბებ, მოძველებული აზროვნების მყრალ სანაგვედ იქცევი
-კეთილი
-ამას გარდა, ღმერთს მხოლოდ ერთი რამ შეგიზლია სთხოვო, მხოლოდ ერთი !
-მაგარი ვინმეც ყოფილა ეს თქვენი ღმერთი. ალადინს თავისი ლამპარისთვის სამი სურვილის ჩათქმა შეეძლო. 
-დღეში ერთი სურვილი უკეთესი არ არის, ვიდრე სამი - მთელი ცხოვრების მანძილზე?
-კეთილი. ესე იგი, ყველაფერი შემიძლია ვთხოვო: სათამაშოები, კანფეტები, მანქანა...
-არა, ოსკარ. ღმერთი თოვლის ბაბუა არ გეგონოს. მას მხოლოდ გონისმიერი თხოვნით შეგიძლია მიმართო. 
-მაგალითად ? 
-ვთქვათ, გამებდაობა სთხოვე,მოთმინება, გონების სიცხადე
-კი ბატონო, მესმის რასაც ამბობთ 
-ამასთან ერთად, ოსკარ, შეგიზლია, სხვების მფარველობაც შესთხოვო
-დღეში ერთი სურვილი მაქვს, დედა-როზა, რას მიედ-მოედებით! ამ უფლებას ჯერ ჩემთვის დავიტოვებ.
 ესეც ასე, უფალო ღმერთო. ამ პირველი წერილით ვეცადე ოდნავ მაინც მეჩვენებინა, თუ რა ცხოვრებას ვეწევი საავადმყოფოში, სადაც ადამიანები აღმიქვამენ, როგორც მედიცინის წინააღმდეგ აღმართულ წინააღმდეგობას. ჰოდა, გთხოვ, ერთ რამეში გამარკვიე: განვიკურნები თუ არა? ან ჰო მითხარი, ან არა.არც ისე რთული უნდა იყოს. კი ან არა. მცდარი პასუხი გადახაზე.


ხვალამდე, გკოცნი 
ოსკარი
P.S  შენი მისამართი არ მაქვს,როგორ მოვიქცე ? 




გაგრძელება იქნება.. 
თაკომე

No comments:

Post a Comment