Wednesday, February 1, 2012

გზააბნეული ფიქრები

რამდნეჯერ დაგიხედავთ საათისთვის იმიტომ რომ წინა დახედვაზე არ დაგიმახსოვრებიათ რომელი საათია..
ან რამდნეჯერ ჩამჯდარხართ მარშუტკაში ისე რომ თავი სხვაგან ამოგიყვიათ..
რამდენჯერ დაგვიწყნიათ დაბადების დღეები..
ამოგვარდნიათ თავიდან ისეთი რამ(მჭადის სახელი რომ დაგავიწყდება) რაც ღამე რომ გაეღვიძეთ უპასუხებდით..(გამრავლების ტაბულასავით =)) )
რამდენჯერ დაგვიწყნიათ ჩაიყარეთ თუ არა შაქარი ყავაში..

რამდენჯერ ყოფილა რომ წიგნს კითხულობთ უკვე 2 ფურცელი წაიკითხეთ და წარმოდგენა არ გავქთ რა ეწერა
მოკლედ თუ მსგავს სიტუაციაშ აღმოჩენილხართ არაფერია სანერვიულო ეს სულ ჩვენი გზააბნეული ფიქრების ბრალია
გუშინდლიდან მოყოლებული ვიცოდი რომ გამოცდა 10 საათზე მქონდა.. საგანგებოდ ავდექი დილით 8ზე და დავიწყე მომზადება თოვდა..
მივედი ავბობღდი არცერთი სახე არ მეცნო მაგრამ მაინც მივბობღდი და გულაფანცქვალებულმა ვიკითხე ჩემი ადგიილის ნომრები.. გოგონამ ორჯერ გამამეორებინა და მითხრა თამარი არა ქეთევანი გვყავსო.. (იყოს ქეთევანი ჯანდაბას გავიფიქრე) მაგრამ ჩემზე არ იყო დამოკიდებული .. =))
გაირკვა რომ სულაც არ მაქ გამოცდა 10ზე ..გამოცდა 3ზე მქონია.. პჰიუ თქო გავიფიქრე და წამოვდი.. რა იქნებოდა 10ზე რო მქონოდა და 3ზე მივსულიყავი გავიფიქრე და ჩემ თავს გავუბრაზდი როგორ დაგავიწყდა დრო შეამოწმე თუ არა თქო..

მე იმ ტიპის ადამიანებს განვეკუთნები ვინც ადვილად ივიწყებს იმას რაც მეორეხარისოხავანია (თუმცა ამას ხშირად საჭირო ინფორმაციებიც მიჰყვება ხოლმე)
მეორედ ტაქსით წავედი ახლა რომ დამგვიანებოდა ...
ტაქსისტების უმრავლესობასავით საუბარი ამანაც გამიბა..
ჯავახიშვილში სწავლობ ?
დიახ
რა ფაკულტეტზე?
ჰუმანიტარულზე
ხო გოგოს მეტი არც უნდა(ამ დროს სახე აშკარად შემეცვალა) ოჯახში უნდა იყოს ეგ კარგიო თან დააყოლა.
სახეშეცვლილი ვიჯექი გზის ბოლომდე.


მერე კარში გოგონა შემეჩეხა და ისეთი ნე"ლ"ა თქვა ლამის შემოვულაწუნე სიტყვებით "ნუ შობი მასე" =))
მოკლედ თაკომე ძალიან დაბნეულია და ხშირად ბლოგზე დასაწერი ამბებიც ავიწყდება ხოლმე ეს განსაკუთრებული შემთხვევაა..


თაკომე

3 comments:

  1. :D :D humanitaruli ra taqsis mdzgholis saghadaoa?! ha!

    ReplyDelete
  2. =)) ravici ravici :D erti is ar mitxra ra ginda gamocdaze daetie "kuxnashio" :D:D

    ReplyDelete
  3. mec eg bedi melis,oghond imedia eg "kuchna" diadi Deutschland-is sazghvrebshi iqneba :D :D

    ReplyDelete