Monday, February 6, 2012

nowhere man

                                                         თავი მეორე




  აარონს არაჩველებრივი სამსახურები ჰქონდა. პროფესიით მსახიობი იყო, მისთვის რომ გეკითხათ  სცენისთვის იყო დაბადებული და ის ერთადერთი ირმის როლიც სკოლის საახალწლო სპექტაკლში შესანიშნავად შეასრულა და შემდგომშიც სულ იმით იმხნევებდა თავს არ არსბეობს პატარა როლებიო.
ნიუ-იორკში ჩასულმა პირველივე დღეს city theatre-ს მიაკითხა. კასტინგზე  რეჟისრომა სთხოვა თავისი სურვილით რამე განესახიერებინა და მანაც მრავალნაცადი ირმის როლი მოირგო.
  აარონი სუფლიორად დანიშნეს. 
მსახიობები რუდოლფს ეძახდნენ. ესეც კიდევ ერთი შერქმეული სახელი...
ერთი თვის შემდეგ აარონი გაათავისუფლეს.. რატომღაც არავის მოეწონა მისი უნებურად ნაკარნახევი ფრაზა: „რომეო, რომეო სად ტრაკში წახვედი?“ 
ეს მეორე „ტრაკი“ იყო, რომლის გამოც კიდევ ერთს დაატოვებინეს სამსახური და ეს ერთი აარონი იყო.
  მისი შემდეგი არაჩვეულებრივი სამსახური ბოულინგ კლუბში იყო, სადაც კლიენტებს ფეხსაცმელს აწვდიდა. აარონს დიდხნას არც აქ უმუშავია. ღლიდა ერთი და იმავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა „არა, ეს ნამდვილად წინდაა და არა ბინტის ნაგლეჯი“. თავს ატკიებდა ფეხსაცლის სუნი და არ მოსწონდა, რომ მისი ინტერესის საგანი მხოლოდ ფეხის ზომა იყო(და არა მკერდის). ხოდა ერთხელაც ამით გადაღლილმა კლიენტის მოთხოვნაზე ,რომ 47 ზომის ფეხსაცმელი მოეტანა უპასუხა „ლასტები გვერდზე მაღაზიაში იყიდებაო“.
მესამე სამსახური რაიანმა უშოვა ძაღლების გამსეირნებლად. აარონს მისის გელაჰენის მოდურად გაკრეჭილი პუდელის გასეირნება არ უყვარდა თუნდაც იმიტომ, რომ არც ეს ჯიში მოსწონდა არც მოდა, არც მისის გელაჰენი და არც ის, გამვლლები რომ სიცილს ვერ იკავებდნენ.ეს პირველი სამსახური იყო, რომელიც თვითნებურად დატოვა.
  აარონი ერთხანს საფეხბურთო მატჩებზე ჰოთ-დოგის დამტარებელი იყო. შემდეგ დააწიანურეს(რაც მის ცხოვრებაში პირველად მოხდა) აარონი ამიერიდან მოსკოტი იყო! გუნდის თილისმის ფორმაში გამოწყობილი „ჩირლიდერებთან“ ერთად ფეხბურთელებს ამხნევებდა.თუმცა ესეც დროებითი იყო...
  აარონს არცერთი სამსხურის დაკარგვა არ უხაროდა, მაგრამ თვლიდა რომ მეტის ღირსი იყო.


No comments:

Post a Comment