Thursday, February 9, 2012

ფილმები, რომლებიც არსებაში ილექება

ეს ორი დღეა ავად ვარ და საწოლში წოლისა და ცემინების მეტს  არაფერს ვაკეთებ. არაფერს რა, ფილმებს ვუყურებ და...
გაავწყვიტე ამ დღეებში ნანახ ფილმებზე გესაუბროთ, ოღონდ იმათზე, რომლებიც ჩემში დარჩა.

ომის ყვავილები.
ბევრჯერ გამიგია, რომ ფილმი და წიგნი სახელით არ უნდა შეაფასო, მაგრამ ეს შეცდომა ყოველთვის მემართება, ჩემდაუნებურად, მაგრამ მაინც. ყვავილები არ მიყვარს საერთოდ, თანაც "ომის ყვავილები" მებანალურა, მაგრამ ფილმის დასრულებისას მივხვდი, რომ ულამაზესი ყვავილები ვნახე, თითქოს მინდორში დავდიოდი და სურნელი ცხვირს კი არ მტკენდა, არამედ მსიამოვნებდა კიდევაც..ომი რა თქმა უნდა შემაძრწუნებელია, რა სინდისით ვთქვა რომ ეს ულამაზესი ისტორია იყო? (რომელიც მართლა მოხდა). ვატყობ ჩემი ნაწერით ვერაფერს ხვდებით, მაგრამ არ მინდა ფილმის ანოტაცია დაგიწეროთ იმიტომ, რომ : ა) ანოტაციები დიდ უნიჭობად მიმაჩნია და ბ) მირჩევნია ის შეგრძნება გადმოქცეთ, რამაც მომიცვა.
The Flowers Of War 
ახლიდან ვიხიბლები იუ-მოთი, მშვიდი, სერიოზული და საოცრად მიმზდიველი ქლით. მისი თითოეული მოძრაობა მახსენდება და ვგრძნობ როგორი ნაზი, მაგრამ ძლიერია, ისეთი ძლიერი, ნებისმიერს რომ დაიმონებს. 
იუ-მო, სავსე, წითელი ტუჩები და სხეულის თავდაჯერებული, მოძრაობა. 
მმმ...



მეორე ფილმს Les Petits Mouchoirs ჰქვია. ფილმი ზაფხულს გჩუქნის. მეგობრეთან ყოფნის მოგონებებს გიღვიძებს და გახვედრებს, რა ბედნიერი ხარ, რომ გყვანან. გაფიქრებინებს, " მეც აუცილებლად ვიყიდი, ან ავაშენებ ესეთ სახლს, ესეთ ადგილას" და მერე წარმოგადგენინებს, როგორ ატარებთ იქ ზაფულის თბილ საღამოებს. ღვინის ჭიქებით ხელში, ხის მაგიდასთან, ეზოდან მხოლოდ სიცილის და ერთმანეთზე ღადაობის ხმა გავა. მერე, სიბერეში იქ გადაღებულ ვიდეოებს ჩაუჯდები და გულინად იხალისებ, სხეულში იმ დღეების სითბო ჩაგეღვრება და ისევ იამაყებ რომ ესეთი ადამიანები შენ გვერდში იყვნენ და არიან. გაგახსენდება რა პატარები იყვნენ შენი შვილები და თვითონაც რა ახალგაზრდა იყავი.
ფილმის ბოლოს კი ჩაფიქრდები, გაგახსენდება თითოეული დაკარგული მეგობარი და თითოეული სიტყვა, რომელიც შენგან ეწყინათ. ინანებ ყველფერს რაც მათთვის უთქმელი დაგრჩა, ინანებ, რომ მათთვის ისეთივე იდეალური არ იყავი, როგორებიც შენთვის იყვნენ.
ფილმი არაა ისეთი სევდიანი, როგორც ჰოლივუდური მელოდრამებია ხოლმე. იმდენად წრფელია, რომ არც კი გგაღიზიანებს მისი ბუნებრივობა. უბრალოდ შემოიჭრება შენში და დაილექება, როგორც სურვილი, რომ დღითიდღე უკეთესი გახდე. 

                                                  მუდამ თქვენი კინოკრიტიკოსი fიბი :D                                    

No comments:

Post a Comment