Saturday, February 11, 2012

nowhere man

თავი მეხუთე

 
"და მაინც როგორ?"
აარონი ინსტინქტურად წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა, ჩაის დავადგამ და ისე ჩავფიქრდებიო. შუა გზაში გაჩერდა და ისტერიული სიცილი აუტყდა. "კი, აბა რა, ჩაის დალევ და ფუნთუსასაც მიაყოლებ. ჯემი არ გინდა? წაისვი, წაისვი ნუ გრცხვენია"
აი ასე და ამგვარად აარონი გაუგებრობაშია.
"სახლი ჯერ არ დაულუქავთ მადლობა ღმერთს, თუმცა..." - კედელს ეშმაკურად გახედა. სულ აინტერესებდა, მართლა დადიან თუ არა სულები კედლებში, (თან სიტყვა "სულზე" არარსებული ნერწყვი გდაყლაპა, მაინც არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ სხეულში აღარ იყო), რამდენიმე ნაბიჯით უკან გაიწია, ის იყო რაც ძალა და ღონე ჰქონდა უნდა გაქცეულიყო (ამ მომენტში თავი ჰოგვართსში გასამგზავრებლად მომზადებულ ჰარი პოტერად წარმოედგინა) " იქნებ სული არ ვარ? მინდა მე კოპი? ანდა დარტყმულობა მაკლია?"- აარონმა ნაბიჯს შეუნელა და კედელთან მივიდა, ხელი ფრთხილად მიადო და ჰოი საოცრებავ, მისი ხელი კედელში გაქრა. კედლის მეორე მხარეს ბაბუაწვერის გაბრაზებული ფხუკუნი გაისმა, ალბათ იქვე დასუნსულებდა კორიდორში. აარონს სულაც არ მოსწონდა კატის ასეთი თვითნებობა და რაიანის ლოიალური დამოკიდებულება მისი ხეტიალის მიმართ, თუმცა ახლა ჩაეცინა. ბაბუაწვერა გრძნობდა მის ყოფნას, მაგრამ ვერ ვხვდებოდა ვინ იყო, ამიტომაც აარონის გამოჩენა სულაც არ ხიბლავდა ხოლმე. სულ თავიდან ბეწვიც კი აექოჩრა სიბრაზისგან.
აარონი ახლა საძინებლის კედელში გაძვრა, საწოლზე პირაღმა დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა.
"და მაინც როგორ?"
ჩვეულებრივი დღე იყო. იმ დღეს ახალ სამსახურში მივიდა. კორპუსების ფანჯრების მწმენდავად დაიწყოო მუშაობა. შეხტა თავის ბაქანზე და 54-ე სართულზე ავიდა. სიმაღლის არასდროს ეშინოდა, მაგრამ ეს მისი პირველი ასვლა იყო და დაძაბული ჩაეჭიდა თავისი "ლიფტის" მოაჯირს. 
-კაი ხო რისი გეშინია?- უფრო სტაჟიანი კოლეგა ალმაცერად გამოხდავდა ხოლმე, იმით მაყი, რომ თვითონ სიმაღლეს შეჩვეული იყო.
- არაფრის, უბრალოდ მიყვარს ბოძს მაგრად რომ ჩავეჭიდები ხოლმე,- კბილებში გამოცრავდა ხოლმე აარონი და ცდილობდა ქვევით არ ჩაეხედა.
- იცი ეს ჩემი ოცნების სამსახურია და სულ მიკვირდა ესე ადვილად რომ მიმიღეს - ამ ფრაზაზე აარონის კოლეგას თვალები გაუნათდა.
- ოცნების სამსახური- აარონმა მხოლოდ წარმოთქვა ეს ორი ჯადოსნური სიტყვა. მეტი ემოციისთვის უბრალოდ ზედმეტად დაძაბული იყო.
- ჰო ოცნების. იცი რა საინტერესოა? ათასნაირ ადამიანს შეხვდები აქ, შეხვდები რა, შეხედავ.- ჩაეღიმა - აგერ ნახავ, მოგეწონება, აი მაგალითად 48-ე სართულზე შეამჩნიე შიშველ ქალს რო ეძინა დიდ, თეთრ საწოლში? მაგარი ტანი აქვს, თან სულ შიშველს სძინავს.- აარონის კოლეგა აღფრთოვანებული იყო.
-დარმუნებული ვარ რომ მომეწონება- წარმოთქვა აარონმა და შეეცადა რაც შეიძლება მოშორებოდა გარყვნილ კომპანიონს.
"ნეტა ის ქალი ვიყო, სულ პალტოთი დავიძინებდი ამის ჯინაზე"


 -ეე, შენ ახალო! ახალო მეთქი!!! - აარონი ფანჯრის წმენდისას ფიიქრებში ისე გაერთო, რომ მხოლოდ მაშინღა შეამჩნია რაღაცის გამო სიხარულით აჭყლოპინებული მეწყვილე, როცა ამ უკანასკნელმა ბაქანზე ხტუნაობა ატეხა.
- არ გადავარდე რა, თუ ღმერთი გწამს. "მერე იფირებენ რომ მე გადაგაგდე"
- მისის როინსონი გეძახის! მისის რობინსონი გეძახის ახალო!
- ვიიინ?
- პირდაპირ შენ გიქნევს ხელს ვერ ხედავ? - აარონს მიუახლოვდა და თავი შუშისკენ ისე მიაწევინა, რომ ცოტაც და აარონის სახე მინაზე აღიბეჭდებოდა.
აარონმა ოთახში შეიხედა, ფანჯრის პირდაპირ სვარძელში ქერა ქალბატონი მოკალათებულიყო, ასე 56 წლის იქნებოდა ნაოჭებიან კისერზე თეთრი მარგალიტები ეკეტა და აარონს ხელს უქნევდა.


No comments:

Post a Comment