Monday, February 13, 2012

nowhere man

                               თავი მეექვსე 
 
"ისე..."- აარონი ფიქრიდან გამოერკვა. -" კედელში თუ გავდივარ, იატაკზე სიარულისას ქვედა სართულზე რატო არ ვვარდები?და იმის ქვევით და იმის ქვევით და ქვევით და ქვევ...ეს რა ხმაა?" ბაბუაწვერა კართან იჯდა და რაც ძალა და ღონე ქონდ კნაოდა. " ეტყობა ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია ახალ ბინას. ოხ რაიან, რაიან, არადა შენი იმედი მქონდა... ჰოდა, სად ვიყავი? ჰო 54-ე სართული, მისის რობინსონი. ჰმ, Mrs. Robinson, Jesus loves you more, than you will know... " ჩაიღიღინა თავისთვის და ისევ იმ დღის გახსენებას შეუდგა.

     ქერა ქალბატონი ისე დაჟინებით უქნევდა ხელს, რომ აარონმა იფიქრა ნეტა ამ ხნის ქალს სახსრების ასე დატვირთვა როგორ შეუძლიაო. ამ ფიქრის პარალელურად აარონმა სულელივით მიიდო თითი გულთან და იკითხა "მეე??" თუმცა  ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ტუჩები აამოძრავა, მართალია ქალბატონ მის ხმას ვერ გაიგებდა, მაგრამ მაინც სასაცილო მოძრაობა გამოუვიდა. "რა იდიოტი ხარ აარონ, არა იქვე ჩაფრენილ თვითმფრინავს უქნევდა ხელს... ანდა ეს პირის გაღება რაღა იყო, თან ტიმის (მის მეწყვილეს ასე ერქვა) დასაცინი რომ გახდები."
-შენ გეძახის ახალო! - არ ცხრებოდა ტიმი.
-ტიმი აი იქ საპონი დაგრჩენია.- აარონმა რაც შეიძლება შორს მიუთითა მინაზე. ტიმი კინარამ გადაირია, არაპროფესიონალიზმში რომ დასდეს ბრალი და მინა იმდენ ხანს აპრიალა, რომ აარონი დარწმუნებული იყო, იმ ადგილას შუშა ნამდვილად შეათხელაო.
     ამასობაში ქალბატონი ამდგარიყო და ფანჯრის წინ, ზუსტად აარონის პირდაპირ დამდგარიყო. ტიმის შემხედვარე აარონს სულ გადაავიწყდა მისის რობინსონი და მოულოდნელად მის წინ არსაიდან გაჩენილი მისი სილუეტი რომ დაინახა, თავისდაუნებურად შეხტა.
ქალს გაეცინა.
შემოდიო ანიშნა.
"ჰო აბა რა, ეხლა ამ ლიფტს ქვევით ჩავიყვან, გადავალ, მერე ესე გამოწყობილი ვიბოდიალებ კორპუსში, იქნებ ვინმემ გამომაგდოს კიდევაც" -აარონმა გაუღიმა და ანიშნა არაფერი გამოვაო, თითქოს "მე კი ძალიან მინდა, მაგრამ ამ ფანჯარას ვერ გამოაღებთ და აბა როგორ შემოვიდეო."
ქალბატონმა კაბის ცალი ბრეტელი ჩამოიწია და აარონს გამომწვევად შეხედა.
" თითქოს ძალიან მინდოდეს ეხლა შენი სიშიშვლის დანახვა" - აარონს გააჟრიალა ამის წარმოდგენაზე, მაქრამ ქალ ისევ გაუღიმა.
ამასობაში ტიმი საქმეს მორჩენილიყო და ისევ აყვირებულიყო.
- ვაიმე იხდის! იხდის ახალო!
- ვაიმე ეგ ალბათ აბაზანაშიც შიშველი ბანაობს! - იგივე ინტონაციითა და ენთუზიაზმით გამოაჯავრა აარონმა. - უკვე ყველაფერი სძულდა, რაც ამ სამსახურს ეხებოდა.

ამასობაში იმ სართულის დაპრიალებას მორჩნენ და ლლიფტი ზევით ავიდა.
 - არა, მაინც რას გადამეკიდნენ ეს მოხუცი ქალები?- გამოცდილი გულთამპყრობელივით ჩაილაპარაკა. -არადა მე ხომ მხოლოდ პატარა ქოხი მინდოდა ნაპირთან ახლოს, მოსიყვარულე და ფუნთუშის შურნელიანი, თბილი ცოლით, ორი-სამი ლაწირაკით ეზოში... და.. -თავისივე ირონიაზე თვითონვე იხალისა. -ახლა წესით ტიტრები უნდა წავიდეს ეკრანზე.
ოთახში მოჰყვა სიარულს.
"მისის რობინსონ, ჰმ"
-ფუგუ!!!! - იმხელაზე წამოიყვირა, რომ კართან ატუზულმა ბაბუაწვერამ კნავილი შეწყვიტა.
-ფუგუ! ეს გაბერილი თევზი! - ჩაილაპარაკა თავისთვის.
    მოსარამოვდა და დედამიწაზე ფეხდადგმულმა აარონმა ლამის ასფალტს აკოცა სიხარულისგან. უკვე მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჰაერი მხოლოდ სუნთქვისთვის იყო და არა იმისთვის უცნაური ადამიანები რომ გამოკიდებულიყვნენ მასში. ის იყო ტანსაცმელი გამოიცვალა და ა
ტობუსის გაჩერებისკენ წავიდა, რომ წვრილმა, მაგრამ რარაცნაირად მბრძანებლურმა ხმამ შემოაბრუნა.
 უკან მისის რობინსონი იდგა. 

"როგორ ახერხებთ ესე უეცრად და დრამატულად თავზე დაცხრომას?"
ამ ფიქრის პარალელურად აარონმა ისევ მკერდზე მიიდო თითი და ის იყო ისევ "მეე?"-ო უნ
ა ეკითხა.
-ჰო შენ. - უღიმოდა ქალბატონი. მოდიო თითით ანიშნა.
"ღმერთო მაღალო ქერა მარტიცია ადამსია ნამდვილი"
 

No comments:

Post a Comment