დიდი სიფრთხილით დავლიე ყავა იმიტომ,რომ : ა) ზედ რომ არ გადამესხა და ბ) არ მესმევა :D
ვერ გავუძელი ცდუნებას და მაინც ამ დღის happy end-ს იმედი მააქვს :D (წნევავ, გთხოვ არ ამიწიო:D)
ჩემი ჯანმრთელობის განხილვას თავს თუ დავანებებთ, მაშინ საუბარი ისეთ თემაზე გადავა, აი ისეთზე რა, ღიმილით რო გვახსენდება.
არ ვიცი თქვენ რა იფიქრეთ მე კი ბავშვობის იდეალებზე მინდა ლაპარაკი. (ნაწილობრივ თაკომეს პოსტმაც მიბიძგა)
ვინ იყო თქვენი ბავშვობის იდეალი?
შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ გაიხსენეთ კითხვა ,რომელიც პატარაობაში ალბათ ბევრჯერ გკითხეს და სავარაუდოდ ახლა თქვენ ეკითხებით პატარა, ცუცქნა არსებებს "რა გინდა გამოხვიდე?"
მე პატარაობაში მარტო ის ვიცოდი, რომ ცხოველებზე ჭკუა მეკეტებოდა და ან ცირკში მინდოდა (და არა მის წინ :D), ან უბრალოდ ვეტერინარობა :D
ჩემი ნაწერი ცოტა სხვა კუთხით წავიდა.
ბავშვობაში ყველას გვყავდა იდეალები, რომლესაც ვცილოდით დავმსგავსებოდით. გაიხსენეთ თქვენი იდეალები.
უმრავლესობისთვის ეს ხალხი შორეული, სავარაუდოდ შოუბიზნესის წარმოადგენელი იყო.
მე პატარაობაში ორი იდეალი მყავდა. და ორივეს ვიცნობდი.
მარიკა დვალი და ნინო ელიაშვილი.
უბანში ფიიბი ყველაზე პატარა იყო, დიდ გოგოებს აედევნებოდა ხოლმე. სწორედ ასეთი "დიდი გოგო" იყო მარიკა დვალი, რომელსაც არასდროს ბეზრდებოდა ჩემი იქვე ყოფნა, ყოველთვის მოთმინებით ისმენდა ხოლმე ჩემს პატარა უმნიშვნელო ტიკტიკს და რომლის დანახვისას ყოველთვის მისკენ გავრბოდი ხოლმე, ვეხუტებოდი რაც ძალა და ღონე მქონდა და არ მინდოდა ოდესმე ხელი გამეშვა. უბედნიერესი ვიყავი ხოლმე სკოლაში სადმე თუ შემხვდებოდა. ერთი-ორჯერ ფიზ-რის გაკვეთილი დაგვემთხვა და მთელი ის დრო მის გვერდით ჯდომაში გავატარე. სულ არ მინდოდა წრეში ბურთის თამაში.
ნინო ელიაშვილი ჩემი ძმის კლასელი იყო, ყოველთვის გრძელი მოქერაო, სწორი თმა ჰქონდა, უნიჭიერესი იყო ყოველთვის და მისი ნახატებით სკოლას სულ ალამაზებდნენ ხოლმე :D ნინოს ეს რამდენად უნდოდა არ ვიცი, ამბიციური და ამპარტავანი არასდროს ყოფილა, მაგრამ მიუხედავად თავისი "მოკრძალებისა" სკოლა მის დაუკითხავად მისით ამაყობდა. მე კიდევ მიხაროდა რომ ვიცნობდი, მიხაროდა ერთხელ ლივ ტაილერი რომ დამიხატა და ჩემი დაჟინებული თხოვნით რაღაცა რომ მიაწერა.ყოველ დასვენებაზე კლასში შევურბენდი ხოლმე და ალბათ თავს ვაბეზრებდი :D უბრალოდ მინდოდა მასთან ახლოს ვყოფილლიყავი და მორჩა. ნინო, ისევე როგორც ჩემი ძმა 4 წლით იყო ჩემზე დიდი და მისი სკოლიდან წასვლით, სკოლა დაცარიელდა ჩემთვის. ნინოსთვის ბევრჯერ მითქვამს ჩემი ბავშვობის კუმირი იყავი-მეთქი და ამაზე ბევრჯერ უხალისია. არ ვიცი რას ჩავიხვიე ეს წარსული დრო. ნინო საერთოდ მხიარული გოგოა, აი ისეთია რო იტყვიან ეს გოგო კი არა "ტიპიაო" :D ნინო ელიაშვილი ტიპია, რაღაცნაირად ლაღი და ჩუმად მიზანსწრაფული. ბევრს არ ლაპარაკობს, უმეტესად პირდაპირ აკეთებს ხოლმე. ნამდვილი ნიჭიერებაც ზუსტად ესაა მე თუ მკითხავთ :P
p.s
ნეტა იცოდეთ როგორი სიამმოვნებით დავწერე ეს პოსტი.
გაგახსენდათ თქვენი იდეალები?

No comments:
Post a Comment