თავი მერვე
-ალო
-ალო, მე აარონი ვარ (ჯანდაბა რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა ახლა ნამდვილ სახელს) უფროსწორად ააროხი
-დიახ ააროხ რომელი ტიპის მომსახურეობა გნებავთ?
-ნდობის ტელეფონი( აარონს აზრადაც არ მოუვიდოდა მსგავს სააგენტოში დარეკვა მაგრამ მისტერ ფრენკთან წააგო ჭადრაკი და სხვა გზა არ ქონდა)
-რომელი გირჩევნიათ აფროდიტე, ჯულიეტა თუ მეგანი
-აფროდიტე
ტელეფონი გადართეს...
-ალო
გაისმა ძალით სექსუალური ხმა ყურმილში, აარონს დაბურძგლა განა სიამოვნებისგან ... უბრალოდ შეეზარა თავისი თავი ვიღაც სულელ აფროდიტეს რომ უხდიდა ფულს ბლუყუნში
-დიახ, რაიმე ისეთი მითხარით რომ განვიტვირთო ..
ამის შემდეგ აარონმა გიჟივით მოისროლა ტელეფონი და სიცოცხლის ბოლომდე არ გაუმხელია მისტერ ფრენკისთვის რა უთხრა აფროდიტემ სიყვარულის ქალღმერთმა..
ესეც მეორე მიზეზი რატომ არ ეპიტნავებოდა მოხუცი ვეტერანი (ძვირი დაუჯდა მისტერ ფრენკს აფროდიტეს დაქირავება, თუმცა ყველაფერს მისცემდა აარონის სახე ენახა როდესაც აფროდიტე მას ყურში წინადღეს ფრენკის მიერ გულდასმით შერჩეულ ფრაზებს ეუბნებოდა)
აარონს არც თუ ისე ხშრად უყვარდა,მაგრამ თუ უყვარდებოდა მაშინ აღმერთებდა მათ ოღონდ თავისნაირად რაღაც უცნაურად.
აარონს პირველი სიყვარული ბაღში ეწვია, სიყვარული არც იყო, უბრალოდ ერთხელ იმ გოგომ თავისი სუპიდან მაკარონი შესთავაზა აარონს...
შემდეგ თავისი მეზობელი 30 წლის ქალი სტელა მოსწონდა.(მაშინ აარონი 23ისა იყო)(ისიც იმიტომ რომ ერთხელ სტელა აარონს ჟელატინით გაუმასპინძლდა) სტელა დილაობით დარბოდა ხოლმე, ამიტომ აარონმა გადაწყვიტა მასაც ერბინა(საერთოდ აარონი დიდად მოუქნელი ვინმე იყო) ის ის იყო სტელას მიუახლოვდა რომ ფუნაში ჩაკრა ფეხი და ასრიალდა სტელას არც კი გაუგია ბრახვანის ხმა ყურსასმენებში ბიონსეს უსმენდა.
აარონს საჭმელების გაკეთება კარგად გამოსდიოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოვლედღე პიცას უკვეთდა.. პიცის გამყიდველ ქერა გოგონას მუდამ უკმაყოფილო სახე ჰქონდა და აარონს ხურდას არასდროს არ უბრუნებდა.. სწორედ ასეთი ადამაინები იზიდავდა აარონს.
ერთხელ აარონი „ბრმა“ პაემანზეც კი მივიდა (რაიანმა აიძულა) იქ მისულს პუტკუნა მულატი გოგო დახვდა რომელმაც თავიდანვე უთხრა
„პირველ პაემანზე საწოლში არ ჩაგიწვები..“
მეორეზე? ჩაიბურტყნა აარონმა და 3 დღე ლოყაზე 5 თითი ეტყობოდა..
არ უმართლებდა აარონს..
No comments:
Post a Comment