ძვირფასო ღმერთო, დღეს 50-მა მომიკაკუნა და სისულელეების გარდა არაფერი ჩამიდენია. მოკლედ მოგიყვები, სხვაგვარად არც ღირს.
პეგი ბლუ კარგად გრძნობს თავს; პოპკორნმა, დასანახად რომ ვერ მიტანს, ჩინელი შეაგზავნა მასთან და ათქმევინა, რომ ტუჩებში ვაკოცე. მოულოდნელად პეგიმ გამომიცხადა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო. არ დავეთანხმე და ვეცადე ამეხსნა, ჩინელის ამბავი ყრმობის შეცდომა იყო და შენს გაცნობას უძღოდა წინ-მეთქი; წარსულში ერთხელ ამიცდა ფეხი და ახლა მთელი ცხოვრება ამაზე ხომ არ მაგებინებ პასუხს-თქო. პეგი შეუვალი იყო. მეტიც, ჩემს ჭკუიდან გადასაყვანად ჩინელს დაუმეგობრდა. კარგად მესმოდა , როგორ ხალისობდნენ ერთად.
ამის გამო, ტრისომიით დაავადებულ ბრიჟიტს, გამარჯობის სათქმელად ჩემს ოთახში რომ შემოვიდა, სულაც არ გავუძალიანდი და მთელს სხეულზე ამბორის უფლება მივეცი. ბრიჟიტს, რომელიც მზადაა, ყოველ მეორეს ყელზე ჩამოეკიდოს. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ტრისომიით სნეულებმა კარგად იციან გრძნობების ფასი და საოცრად მოსიყვარულეები არიან. ლამის გაგიჟდა, ნება რომ დავრთე. ფინია გეგონებოდა, პატრონის გამოჩენა რომ გაუხარდა. საქმე იმან გააფუჭა, რომ ამ დროს აინშტაინი აღმოჩნდა დერეფანში. შეიძლება თავი ტვინის ნაცვლად წყლით აქვს სავსე, მაგრამ თვალზე ბანანის ქერქი ნამდვილად არ აფარია. ყველაფერი დაინახა და გაქანდა, რათა პეგისა და ჩინელისთვის ჩაეკაკლა. ამის გამო მთელი სართული ქალების მუსუსს მიწოდებს. ეს მაშინ, როცა ოთახიდან ფეხიც არ გამიდგამ.
-არ ვიცი ბრიჟიტთან რა მეტაკა, დედა-როზა.
-ყველაფერი შუადღის დემონის ბრალია, ოსკარ. ასეთები არიან მამაკაცები 45-დან 50 წლის ასაკამდე. ერთზე შეყვარებულნი, ცდილობენ, გაარკვიონ, სხვების მოხიბვლაც თუ შეუძლიათ და ამით მშვიდდებიან.
-კარგით, კარგით, მეც ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ბრიყვიც, არა?
-ჰო, შენ სრულიად ნორმალური მამაკაცი ხარ.
-როგორ უნდა მოვიქცე?
- მითხარი, ვინ გიყვარს?
-პეგი! პეგი და არავინ სხვა!
-გამოუტყდი ამაში. პირველი წყვილი ფაქიზია და ხშირად _ მერყევი. თუ ის ნამდვილია, უნდა იბრძოლო შესანარჩუნებლად.
ღმერთო, ხვალ შობაა. აქამდე არც კი დავფიქრებულვარ, რომ ეს შენი დაბადების დღეა. მოახერხე ისე, რომ პეგისთან შერიგება შევძლო. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სწორად ამის გამო ვარ ამ საღამოს ასე სევდიანი და ყოველგვარ გამბედაობას მოკლებული.
ხვალამდე, გკოცნი
ოსკარი
P.შ.. ახლა, ასე რომ დავუმეგობრდით ერთმანეთს, მითხარი, რა გაჩუქო დაბადების დღეზე.
თაკომე

No comments:
Post a Comment