მეგობარმა სულში ჩამაფურთხა
არსდროს არ მეგონა თუ თქვენ წერილს მოგწერდით მსგავს ისტორიებზე ვიცინოდი, მაგრამ სიცილი ტირილად შემომიბრუნდა!
ზაფხულში მე და არნოლდი ერთად ვისვენებდით ყევლაფერი კარგად მიდიოდა... ეგვიპტეში ერთად წავედით დროის გასატარებლად.მართალია ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა მის ქვეყნიდან გასაყვანად. ის ხომ პატიმარი იყო? მაგრამ ეს ძალისხმევა წამითაც არ მინანია.
მაგრამ ჩასვლიდან მალევე თავზარი დამეცა არნოლდმა საყვარელი გაიჩინა და აღარ მიკარებდა.
ჩვენი ურთერთობა ზღაპრულად დაიწყო.
მე ის ზოოპარკში ვნახე თავის ვაჟს ასეირნებდა. თავიდან ცოტა ვულგარულად მომეჩვენა, რაღაცას გამწედ ღეჭავდა და იმიტომ. თუმცა ძალიან ეგზოტიკური შთაბეჭდილება დატოვა და იმიტომ მიმიზიდა. მივუახლოვდი და ჯიუტად მივაჩერდი. ახლა თქვან ფიქრობთ რომ ყველაფერი ჩემი ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო, შეიძლება ეს ასეცაა, მაგრამ მე არაფერს ვნანობ, ეს ყველაზე მაგიური სიყვარული იყო ჩემს ცხოვრებაში. არნოლდი ქვიაო რომ გავიგე ცოტათი გამეცინა, ხომ ხვდებით მაინც ქართველი ვარ და ქართულ სახელს მოველოდი, დათოს, ვაჟას ან თუნდაც თემურის,მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები მისი უცნაურობის გამო მართლაც რომ რაღაც არაქართული უნდა რქმეოდა.
თავიდანვე შევეწყვეთ ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდი ხოლმე ზოოპარკში ვსეირნობდით..ვუღიმოდით ერთმანეთს.
საერთოდ მაღიზიანებს ქუჩაში ფურთხება თუმცა ჩემ ახალ მეგობარს ეს ცუდი ჩვევა ჰქონდა.. მეტი ნაკლი მე მას ვერ ვუპოვე..
ახლა კი აღარ ვიცი რა წყალში ჩავიხრჩო... შესაძლოა სითბო დავაკელი მაგრამ იმ აწოწილზე მაინცა რ უნდა გავეცვალე. მე მეოგნა ის ის იყო და მე მე ვიყავი.. მაგრამ როგორც აღმოჩნდა მწარედ ვცდებოდი. ახლა ეგვიპტეში ვარ გარეთ მზეა მე კი განწყობა გაფუჭებული მაქ. არც ვიცი ამ ისტორიის შემდეგ ჩემზე რას იფიქრებთ, მაგრამ ჩემთვის ახლა ყველაფერი სულ ერთია. სანდო ბლოგი გაქვთ და ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომეწერა. განა სხვა არ არსებობს? იკითხავთ თქვენ, მაგრამ მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. თბილისის ზოოპარკში არნოლდი ყველას სჯობდა, თანაც სხვა აქლემები ბებრები და მდედრები არიან.
სიცოცხლე აღარ მინდა.
იმედია ამ წერილს გამომიქვეყნებთ. ნანა 54/7 წლის
No comments:
Post a Comment